თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაბა ბაკურიანში სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს. სწავლებაში სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები თხილამურებით გადაადგილებას შეძლებენ. ასევე, დაეუფლებიან ზამთრის პირობებში სამაშველო თუ ოპერატიული სამუშაოების გატარების ტექნიკას.