საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს, მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, - ე.წ. ციანდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი პატრიარქს მამა გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის შუამდგომლობას სთხოვს.
ადვოკატები ამბობენ, რომ კლინიკის ექიმები არ ასაჯაროებენ ინფორმაციას და სინამდვილეში მსჯავრდებული დეკანოზი იმაზე ბევრად უარესად გრძნობს თავს, ვიდრე ამას მედიკოსები ამბობენ.
ადვოკატების იმასაც აცხადებენ, რომ სასულიერო პირი არ მიეკუთვნება ისეთ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც საკუთარი ჯანმრთელობით სპეკულირება შეუძლიათ.
მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი - "დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს.
„ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისათვის, რათა ოჯახსა და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს,“ - ამბობს დეკანოზი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.