17 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
კარნავალი ვენეციაში - ფლოტილიამ ქალაქის ცნობილ არხში ჩაიარა

ვენეციაში ყოველწლიური კარნავალის ფარგლებში ნავების ტრადიციული აღლუმი მოეწყო. ფლოტილიამ, რომელიც 130-ზე მეტი გონდოლისგან შედგებოდა, ქალაქის ერთ-ერთ ცნობილ არხში ჩაიარა.

ფერად კოსტიუმებსა და ნიღბებში გამოწყობილ ადგილობრივებს ტურისტები ხიდებიდან ესალმებოდნენ.

ვენეციის კარნავალი, რომელიც მე-11 საუკუნიდან იღებს სათავეს, 5 მარტამდე გაგრძელდება.

დღის ამბები