09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ახალი გარემოებები საფრანგეთის ალპებში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ

ახალი გარემოებები საფრანგეთის ალპებში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ.

დასავლური მედია წერს, რომ კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთმა პილოტმა კაბინა დატოვა. ამის დამადასტურებელი მასალები კი ჩანაწერის სახით გუშინ აღმოჩენილ შავ ყუთშია.

მასალებიდან ირკვევა, რომ უკან დაბრუნებული პილოტი კარზე აკაკუნებდა. თუმცა მას მეორე პილოტი გაურკვეველი მიზეზის გამო აღარ უღებდა.

ამჟამად ეძებენ მეორე შავ ყუთს. პარალელურად, გრძელდება გარდაცვლილთა ამოცნობის პროცესი.

დაღუპულებს გლოვობენ ესპანეთსა და გერმანიაში. 

მომხდარზე განცხადებები საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა გააკეთეს. მომხდარს ესპანეთის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები