23 სექტემბერი 2024,   13:41
ვრცლად
აშშ-ის გენპროკურორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილე, რომელიც რუსული კავშირების საქმეს კურირებს, პოსტიდან მიდის.

როდ როზენშტეინი თანამდებობას მარტში დატოვებს. გავრცელებული ცნობით, როზენშტეინი პოსტის დატოვებას ახალი გენპროკურორის, უილიამ ბარის დანიშვნის შემდეგ აპირებდა. უილიამ ბარი თანამდებობაზე სენატმა გასულ კვირას დაამტკიცა.

როდ როზენშტეინი არაერთხელ გახდა დონალდ ტრამპის კრიტიკის ობიექტი. ბოლო დროს კი მედიის ყურადღების ცენტრში FBI-ის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, ენდრუ მაქქეიბის ინტერვიუს გამო მოექცა. მაქქეიბმა განაცხადა, რომ როზენშტეინი დონალდ ტრამპის გადაყენების მიზნით კონსტიტუციის 25-ე მუხლის ამოქმედების საკითხს განიხილავდა.

 

დღის ამბები