09 ოქტომბერი 2024,   10:17
ვრცლად
„წვრთნის ის ფორმა, რასაც იქ ვხედავთ, აგრესიულ რუსეთს შეესაბამება,” - იენს სტოლტენბერგი

ნატო განაგრძობს რუსეთის მიერ ჩატარებულ სამხედრო წვრთნაზე დაკვირვებას და საკუთარი წარმომადგენლობის გაზრდას აღმოსავლეთ ევროპაში, - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში გააკეთა.

მისი თქმით, წვრთნა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას შეესაბამება, რისი შედეგიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები.

უკრაინაში კი შეერთებულმა შტატებმა მორიგი სამხედრო დახმარების სახით ჯავშანმანქანები გაგზავნა. პირველ 20 ერთეულს პრეზიდენტი პოროშენკო პირადად დახვდა.  

დღის ამბები