შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით, გამომძიებელთა გადამზადება იწყება.
სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ODIHR-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დღეს გაფორმდა.
ახალი პროგრამა სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება.