22 იანვარი 2025,   15:50
ვრცლად
ხეებსა და ყუთებში განადგურებული ციტრუსი - ოზურგეთის და ქობულეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლებში გლეხებს მანდარინი ყუთებში და ხეებზე ულპებათ. გლეხების უმეტესობას ციტრუსის მოსავალი ფაროსანამ გაუნადგურა. თუმცა, რაც მავნებელს გადაურჩა, იმის გაყიდვაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

      მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

      ამბობენ, რომ ციტრუსის ჩამბარებელი პუნქტები, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს -  მიზერულ ფასად ჩაბარებულ ციტრუსში ან ფულს არ უხდიან ან საერთოდ არ იბარებენ.

      გლეხების ნაწილი ციტრუსის პლანტაციების გაჩეხვას აპირებს.

      ციტრუსის მოსავალს ვერ ყიდიან ქობულეთშიც. ამბობენ, რომ 1 კილოგრამი კივის გაყიდვა 40 თეთრად უწევთ, რაც მიზერული ფასია.

      მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გლეხებს ტონობით მოსავალი უფუჭდებათ.

       

       

       

      ავტორები: ლადო მენაბდე, სოფო ჭულუხაძე, ნინო ვარძელაშვილი.

      დღის ამბები