17 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
თეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიაზე, რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს

თეოლოგები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. ასეთი შეფასება მოჰყვა მათი მხრიდან საპატრიარქოში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას. თეოლოგების თქმით, იქ იმყოფებოდა რადას დეპუტატიც, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხს ლობირებს. მსგავსი შეხვედრები კი მიანიშნებს, რომ საქართველო უარს იტყვის აღიარებაზე.

„საქართველოს საპატრიარქოს საიტმა დადო ვადიმ ნოვინსკის ფოტოებიც, რომელიც შედიოდა უკრაინის რუსული ეკლესიის დელეგაციაში. ის ეწევა თავისი ჰოლდინგის მეშვეობით „Русский мир“ არის ასეთი ორგანიზაცია, პროპაგანდა-აგიტაციას რუსეთის სასარგებლოდ. ის, როგორც ბიზნესმენი, ძალიან უცნაურია, თუ რა როლში უდა იყოს, როდესაც უკრაინის ეკლესიის დელეგაცია იმყოფებოდა საქართველოში. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხომ არ არის გარკვეული ტიპის მოსყიდვა და გადაბირება მისი მხრიდან,“-აცხადებს თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი.

დღის ამბები