17 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
გაზის გაჟონვის სავარაუდო შემთხვევა ჯიქიას ქუჩაზე - მოსახლეობამ პოლიცია და სამაშველო ბრიგადები გამოიძახა

პოლიციის ეკიპაჟთან ერთად  სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული გუშინ საღამოს ჯიქიას ქუჩაზე.

ისინი ადგილობრივებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს. საჭირო გახდა ევაკუაციაც.

55-ე კორპუსს კი ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გამორთული იყო ელექტროენერგიაც. ადგილობრივების ინფორმაციით, „ყაზტრანს-გაზის“ წარმომადგენლები შემოწმებაზე ორი დღე დადიოდნენ. მოსახლეობამ “ყაზტრანს-გაზის” გუშინ საღამოს შეტყობინება მიიღო, სადაც ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად გაზსადენზე მომხდარი ავარია დასახელდა, ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზად კი უსაფრთხოების ზომები. “ყაზტრანს-გაზის” ინფორმაციით, შემოწმების შედეგად ჯიქიას ქუჩაზე გაზის გაჟონვა არ დადასტურდა. ბუნებრივი აირი მოსახლეობას სავარაუდოდ, დღეს მიეწოდება.

დღის ამბები