17 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
„სისხლის სამართლებრივი დევნა არ ასცდება“ - ლევან ხაბეიშვილი ვაკის გამგებელზე საუბრობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვაკის რაიონის გამგებლის გადადგომას ითხოვს. ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი დღეს სარევიზიო კომისიის სხდომაზე გამგებლის საკრებულოში მისვლის საკითხს დააყენებს.

„ჩვენ მოვთხოვთ, შემდეგი სხდომისთვის დავიბაროთ ვაკის გამგებელი, რომლის გადადგომაც ჩვენ უკვე მოვითხოვეთ საკრებულოს სხდომაზე. საზოგადოებას არ აქვს დადასტურებული პასუხი რეალობაში რა გააკეთა ვაკის გამგებელმა, გაისტუმრა, თუ არა „ქართული ოცნების“ ვალები სოციალურად დაუცველების თანხებიდან და განკარგა, თუ არა ბიუჯეტი  საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, ვაკის გამგებელს არა თუ გადადგომა, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნა არ ასცდება,“- აცხადებს ხაბეიშვილი.

საქმე  ვაკის გამგეობიდან "ქართული ოცნების" აქტივისტებზე გაცემულ თანხებს ეხება, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, სოციალურ დახმარებად ფორმდებოდა.

ოპოზიცია გამგებლისგან ახსნა განმარტებას ელოდება. მათ მოთხოვნებს უმრავლესობა არ ეთანხმება. ისინი  ვაკის გამგებლის დაბარების, ან თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს ვერ ხედავან.

„ვაკის გამგებელი არის ნამდვილად პროფესიონალი. ის თავის საქმეს ღირსეულად ასრულებს და ბოლომდე გააგრძელებს. არა მგონია, ამის რაიმე ლეგიტიმაცია ჰქონდეს ბატონი ხაბეიშვილის დაძახილზე გადადგეს-გადმოდგეს,“- აცხადებს თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე  ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები