17 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
"ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა და ისე ჩატარება ამ სიბილწის ზეიმისა" - "ქართული მარში" ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქციას გეგმავს 

"ქართული მარში" მასშტაბური აქციებისთვის ემზადება. ლგბტ პრაიდის პარალელურად, ქართული ულტრამემარჯვენე მოძრაობა თბილისის ყველა ცენტრალურ გამზირზე საპროტესტო გამოსვლებს აანონსებს.

სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ლგბტ ადამიანებს ისინი ღორნისძიებების გამართვის უფლებას არ მისცემენ. 18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეულია დაგეგმილი, რომელსაც ორგანიზებას "თბილისი პრაიდი" უწევს.

"ქართული მარში" გამართავს აქციებს ცენტრალურ მაგისტრალზე, მას შემდგომ რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მამათმავლები გეგმავენ ე.წ. გეი მარშის ჩატარებას, ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა და ისე ჩატარება ამ სიბილწის ზეიმისა, რომელიც სიბილწის ზეიმიც დაგეგმილი არის ჩვენს დედაქალაქში"-ამბობს ბრეგაძე.

დღის ამბები