ვატიკანში ისტორიული კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც სასულიერო პირების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის საკითხს განიხილავენ.
ეპისკოპოსები, კარდინალები და ექსპერტები ვატიკანში მთელი მსოფლიოდან არიან შეკრებილები. 4 დღიანი შეხვედრა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა გახსნა.
პაპი ფრანცისკეს თქმით, ეკლესიამ უნდა მოუსმინოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს, რომლებიც სამართლიანობის აღსრულებასა და კონკრეტული ზომების მიღებას ელიან.
სექსუალური ძალადობის სკანდალმა ეკლესიისადმი ნდობა შეერთებულ შტატებში, ჩილეში, ავსტრალიასა და ირლანდიაში მნიშვნელოვნად დააზარალა. ამ დროისთვის პაპმა გადადგომის შესახებ 7 განცხადება დააკმაყოფილა, ორი სასულიერო პირი კი, თავად გადააყენა.