17 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
„ცენტრ პოინტის“ და m2-ის ჩაშლილი მოლაპარაკება - რჩეულიშვილი ითხოვს, პროექტები მის მიერ მოძიებულ ინვესტორს დაასრულებინონ

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მის კომპანიასა და m2-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა. გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ ის მოატყუეს და სახელმწიფო უწყებებს ულტიმატუმს უყენებს.

რჩეულიშვილის თქმით, მას ჰყავს ინვესტორი, რომელიც ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე დაასრულებს „ცენტრ პოინტის“ შენობებს.

„ერთი წლის განმავლობაში, რაც უნდა შეესრულებინა კვირიკაშვილის მთავრობას, მაშინ კვირიკაშვილი იყო პრემიერი, ვერაფერი შეასრულა, ბევრი რაღაცა მომატყუეს კიდეც და მე ამის თქმა მიწევდა დაზარალებულებთან.

მე ვიპოვე მყიდველი, რომელიც კოეფიციენტის გარეშე ყიდულობს ამ მიწას და მზად არის, დაეხმაროს „ცენტრ პოინტს“ პრობლემების დასრულებაში,“ - ამბობს რჩეულიშვილი.

რჩეულიშვილი აცხადებს, რომ თუ რამდენიმე დღეში არ დასრულდება მოლაპარაკებები ისე, რომ დაზარალებულთა ბედი დადებითად გადაწყდეს, ის ღია ეთერში ისაუბრებს ყველა იმ დეტალზე, რამაც მას პრობლემები შეუქმნა.  

დღის ამბები