17 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
რუსთავის მერს უჩა მამაცაშვილის სიმამრი, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა

რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სიმამრი, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა. უჩა მამაცაშვილი და მისი სიმამრი, კობა კოკოლიშვილი რესტორან "ოაზისში" იმყოფებოდნენ, სადაც ასევ იყო რუსთავიც მერიც. ფიზიკური დაპირისპირების შესახებ „კურიერს“ სუფრაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა უამბო. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირებაში უჩა მამაცაშვილიც მონაწილეობდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, რესტორანში დაწყებული კონფლიქტი დაწესებულების გარეთ ხელჩართული ჩხუბით გაგრძელდა. ჩხუბის დროს ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრებმა რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას სცემეს.

რესტორან „ოაზისის“ ადმინისტრაცია ფაქტზე ღიად არ ლაპარაკობს. თუმცა პირად საუბარში ადასტურებენ, რომ კონფლიქტიდან რამდენიმე საათში მათთან უცხო პირები მივიდნენ და დაინტერესდნენ, გადაიღო თუ არა მომხდარი რესტორანში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა.

„კურიერის“ ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილის სიმამრსა და რუსთავის მერს შორის დაპირისპირების მიზეზი მოგებული ტენდერი გახდა. უჩა მამაცაშვილის სიმამრის კომპანია „ნიუ გრუპმა“ ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 900 ათას ლარიანი ტენდერი მოიგო, თუმცა ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია.

ინფორმირებული წყარო „კურიერს“ უყვება, რომ რუსთავის მერმა კომპანიის დამფუძნებელს საყვედური დაუსრულებელი სამუშაოების გამო უთხრა, რასაც კოკოლაშვილის გაღიზიანება და შემდეგ ჩხუბი მოჰყვა. რუსთავის მერი კონფლიქტს უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით ჩხუბის შემდეგ რუსთავის მერი საავადმყოფოში მოხვდა. ირაკლი ტაბაღუა რომ კლინიკაში ნამდვილად მკურნალობდა, რუსთავი მერიის მიერ "კურიერისთვის" მიწოდებული ცნობაც ადასტურებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, რესტორან „ოაზისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.   

რუსთავის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ კომპანია „ნიუ გრუპს“ ვალდებულებები არ შეუსრულებია. მისი ინფორმაციით, ამის გამო კოკოლაშვილის კომპანიას სოლიდური ჯარიმაც დაეკისრა.

მომხდართან დაკავშირებით საკუთარი ვერია აქვს ოპოზიციას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ რუსთავში საპრეზიდენტო არჩევნების წაგების შემდეგ „ქართულ ოცნებასა“ და მერს შორს ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

 

დღის ამბები