ხანძარი ქსანში - ერთი ჰექტარი მიწის ფართობზე დაპრესილ თივას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ცალკეული კერების დაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს.