17 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
ზვიად კუპრავა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას შურისძიებას უწოდებს

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც კუპრავას გირაო შეეფარდა. დღეს კი პროკურატურამ გირაოს შეცვლა მოითხოვა იმ ფაქტის გამო, რომ კუპრავამ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. საქმე ეხება ე.წ. სასადილოს ინციდენტის საქმეზე ზვიად კუპრავას გირაო ჰქონდა შეფარდებული და დღეს პროკურატურამ გირაოს შეცვლის შუამდგომლობა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ეს არის შურისძიება და სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.

დღის ამბები