სამართალდამცველებმა თელავის მომსახურების ცენტრის სამსახურის თანამშრომელი სოსო სამადაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, სოსო სამადაშვილმა ერთ-ერთ მოქალაქეს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით ათასი ლარი აიღო.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.