17 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
„ყურადღებით თვალს ვადევნებთ, თუ რა ხდება თიბისი ბანკთან დაკავშირებით,“- ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში „თიბისი“ ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. კარლ ჰაკარლ ჰარცელი, რომელიც ამ წუთებში ახმეტაში სოფლის განვითარების პროექტის გახსნაზე იმყოფება, განაცხადა, რომ ბანკს შეუძლია მიკროფინანსურ სტაბილურობაზე ზეგავლენის  მოახდენა შეუძლია, რის გამოც ევროკავშირი არსებულ ვითარებას  ყურადღებით აკვირდება.

"თიბისი ბანკი არის სისტემური ბანკი და მას აქვს ზეგავლენა როგორც საბანკო, ასევე ქვეყნის მიკროფინანსურ სტაბილურობაზე. რაც შეეხება ეროვნულ ბანკის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებზე, როგორც მაკონტროლებელი ორგანო კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან იურისდიქციის ქვეშ არის. ჩვენ ახლა ყურადღებით თვალს ვადევნებთ, თუ რა ხდება თიბისი ბანკთან დაკავშირებით,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები