სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო.
ინსპექტირების ჯგუფებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.
ინსპექტირების შედეგად ასევე გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის არასათანადო პირობებში შენახვის და სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის უკანონოდ განთავსების ფაქტები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვასილ ბასილაძემ აღნიშნულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
„შემოწმდა ე.წ. დეზერტირების ბაზარი და მისი მიმდებარე ტერიტორია. შემოწმების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მაღალი რისკის სურსათზე, როგორიც არის ხორცი და ხორც-პროდუქტები. გამოვლინდა დიდი რაოდენობით ვადაგასული და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის ბაზარზე განთავსება. მათ შორის, იყო ცხენის ხორცის ბაზარზე განთავსების შემთხვევები,“- აღნიშნა ბასილაძემ.