19 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
უფრო მეტი არგუმენტი და სამართლებრივი საფუძვლები უნდა მოვისმინოთ - გიორგი მიქაუტაძე ჩუგოშვილის ინიციატივაზე

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 5 წევრი გაიწვიოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე ეხმაურება.

გიორგი მიქაუტაძე მოითხოვს, რომ მსგავსი ინიციატივა სამართლებრივად დასაბუთებული იყოს და ამის შემდეგ შეუწყდეს საბჭოს რომელიმე წევრს უფლებამოსილება.  

„არსებობს სპეციალური საფუძვლები იმისა, თუ როგორ შეიძლება შეუწყდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება, მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი არგუმენტი და სამართლებრივი საფუძვლები უნდა მოვისმინოთ და ამის შემდეგ უფრო სწორი იქნება კომენტარის გაკეთება,“ - განაცხადა მიქაუტაძემ.

ჩუგოშვილი ინციატივის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ თავად საბჭო არ შეაჩერებს უვადოდ დანიშვნას, მაშინ პარლამენტმა ხუთივე წევრი უკან უნდა გაიწვიოს. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები