„ქართული ოცნების“ დაშლა გარდაუვალია -„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან ერთად, მალე ხელისუფლებასაც დაკარგავს.
მელიას განცხადებით, ეს გარდაუვალი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიხედვით გახდა, რადგან "ქართულ ოცნებაში" ბოლო ერთი წელი მხოლოდ მიმდინარე დაპირისპირებას უყურებს საზოგადოება, ხოლო სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები დიდი ხანია აღარ განიხილება.
„ქართული ოცნება“ არამხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს, არამედ ძალიან მალე დაკარგავს ხელისუფლებას და ეს არის გარდაუვალი.
დავაკვირდეთ, რას აკეთებს და რითია დაკავებული "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი არაფერი გარდა შიდა კინკლაობისა, ვინმეს ახსოვს რომელიმე ლიდერის მხრიდან ხსენება პენსიონერის, ვინმეს ახსოვს რა უნდა ვქნათ,როდესაც კომუნალური გადასახადები თვიდან თვემდე მატულობს და მატულობს? არანაირი გეგმა "ქართულ ოცნებას" არ აქვს წინ როგორ უნდა წაიყვანოს სახელმწიფო და რა გასაკვირია. რომ "ქართული ოცნება" იწყებს დაშლას?“-აცხადებს ნიკა მელია.