19 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
„მშვიდობით, ბექა“ - ბიძინა გეგიძემ ბექა ნაცვლიშვილს მიმართა

„მშვიდობით, ბექა“ - ამ სიტყვებით მიმართა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ბიძინა გეგიძემ ბექა ნაცვლიშვილს.

გეგიძის დამსვიდობება ბექა ნაცვლიშვილის განცხადებას უკავშირდება, რადგან დეპუტატმა კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს აღნიშნულ ინიციატივას, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

ბექა ნაცვლიშვილის საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.

105 დეპუტატიდან ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი 42-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 დეპუტატი იყო.

 

დღის ამბები