19 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
მოხდა ის, რაც იყო მოსახდენი, მინდა ყველას მოგილოცოთ - ადა მარშანია ბესელიას წასვლაზე საუბრობს

გილოცავთ, მოხდა ის რასაც ვვარაუდობდით - ამბობს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია.

მარშანია ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღება დაიწყო. მარშანიას თქმით, სწორედ ის მოხდა, რაც მოსახდენი იყო.   

„მიხარია, რომ ჩვენი თანამებრძოლეები არიან უკვე იმ გზაზე დამდგარი, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღება. ვხედავდით, რომ რთულ მდგომაროებაში იყვნენ, როცა იმყოფებოდნენ უმრავლესობაში, პრინციპში ამდაგვარ განვითარებას მოვლენების ვვარაუდობდით. მოხდა ის, რაც იყო მოსახდენი, მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ფაქტი, “-ამბობს მარშანია.

დღის ამბები