„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. უცნობია, ესწრება თუ არა შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი.
როგორც დეპუტატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მათთვის განსახილველი საკითხები უცნობია. მმართველი გუნდის წევრებმა შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან აღნიშნეს, რომ მათ აცნობეს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში უნდა მისულიყვნენ.
როგორც ცნობილია, შეხვედრას ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს საერთო სასამართლოების შესახებ მხარი დაუჭირა.