ერთი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან - მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი "ევროპული საქართველოს" წევრებმა მიაგეს.
მუხათგვედრის სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.
არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი პრემიერმინისტრმა და მთავრობის წევრებმაც მიაგეს.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. მუხათგვერდის სასაფლაოზე მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დღეს პრემიერმინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
„ჩემი შვილი ძლიერი, ამაყი და ღირსეული იყო და ღირსეულად მოკვდა. არაადამიანურად გაუსწორდნენ ის ჯალათები იმის გულისთვის, რომ ასე უყვარდა სამშობლო," - განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის დედამ, რუსუდან ტატუნაშვილმ.