ხანგრძლივი ოვაციები და ფეხზე მდგომი დარბაზი - მსოფლიო ბანის 40 წლიანი კარიერა სომხეთის ოპერისა და ბალეტის თეატრში განსაკუთრებულად აღნიშნეს. პაატა ბურჭულაძეს ერევანში დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ.
200-მდე არტისტმა პაატა ბურჭულაძის პატივსაცემად ვერდის "ატილა" დაამუშვა. ქართველმა ბანმა საოპერო არიები ამ სცენაზე სოლისტებთან, ოპერის გუნდთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პირველად შეასრულა.
პაატა ბურჭულაძეს Aurora Forum-ის კეთილი ნების ელჩის წოდება მიენიჭა. სომხური ტურნეს შემდეგ მსოფლიო ბანი კიდევ ერთი კონცერტისთვის ემზადება. სასცენო მოღვაწეობის 40 წლის თავს ამჯერად უკვე ბულგარეთში სოფიის საოპერო თეატრში აღნიშნავენ.