თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო. ისინი ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლება დაჰპირდა ამ საკითხის მოგვარებას და დაიწყეს ნაგავსაყრელისათვის ალტერნატიული ადგილების შერჩევა. მოსახლეობა აცხადებს, რომ აძლევენ ერთი კვირის ვადას და, თუკი არ შეიცვლება ეს გადაწყვეტილება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ, არ შეუშვებენ ტექნიკას და დაიწყებენ შიმშილობას.
ამ სოფლების მოსახლეობა მესაქონლეობას ეწევა, აწარმოებენ რძის პროდუქტებს. ნაგავსაყრელი კი დააბინძურებს ჰაერს და წყალს, რის გამოც ისინი პროდუქციას ვეღარ გაასაღებენ.