17 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
რაღა გარანტიები უნდა მივცეთ? - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ზურაბ დათუნაშვილის განცხადებას ეხმაურება

რაღა გარანტიები უნდა მივცეთ? - ასე ეხმაურება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ზურაბ დათუნაშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ის საქართველოდან წასვლას გეგმავს. ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ პრეზიდიუმის წევრებმა დაგმეს ის ფაქტი, რაც სპორტის სასახლეში მოხდა და ამასთან ევროპის ჩემპიონს მისცეს გარანტიები, რომ დააკვირდებიან ყველა ვარჯიშს, ყველა ღონისძიებას. ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უნდა დატოვოს საქართველო ზურაბ დათუნაშვილმა. ის აცხადებს, რომ ხელს არ მოაწერს დათუნაშვილის სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას.

„ცუდი ფაქტია, ამას ყველა აღიარებს და იმიტომ არის სასამართლოში საკითხი. პრეზიდიუმის წევრებმა ყველამ თქვა, რომ არასწორი მოქცევა იყო და მოთმინება იყო საჭირო. თავიდან ბოლომდე ყურადღებით დავაკვირდებით. რაღა გარანტიები უნდა მივცეთ,“-განაცხადა ერი ხაბელოვმა და განაცხადა, რომ საქართველოს არ სჭირდება ძლიერი მოწინააღმდეგე დათუნაშვილის სახით, ამიტომ მან უნდა იასპარეზოს საქართველოს სახელით.

ზურაბ დათუნაშვილმა გვიან ღამით გაავრცელა განცხადება სადაც თქვა, რომ ის არ იღებს გეგა გეგეშიძის ბოდიშს რადგან ეს ფორმალური მობოდიშება იყო და ემსახურება იმას რომ მან თანამდებობა შეინარჩუნოს. ის აცხადებს, რომ იძულებულია საქართველო დატოვოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები