17 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ტომას მელიას როლი საქართველოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდებში - ამერიკელი მაღალჩინოსნის ისტორია

ტომას მელია - ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოს დიდი გულშემატკივარია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელშეწყობით, კამპანია "ძალა ევროპაშია" საზოგადოებისთვის ადამინების გაცნობას იწყებს, ვინც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი წვლილი შეიტანა. ტომას მელიაც ერთ-ერთი მათგანია. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე იყო ამბის ჩამომტანიც და წამღებიც ვაშინგტონსა და თბილისს შორის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდებში.

ტომას მელიას მუშაობა თანამდებობრივად არა მხოლოდ პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან უწევდა. საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ჩადიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან შეხვედრები აუცილებელი პროგრამის ნაწილი იყო. მთავრობიდან წასვლის შემდეგ, ამერიკელ მწერალთა და პუბლიცისტთა გაერთიანებას, "პენ ამერიკას" ვაშინგტონის განყოფილების ხელმძღვანელია. ის ქართველ მწერლებთან გეგმავს თანამშრომლობას.

დღის ამბები