შეხვედრა პატრიარქთან - პრეზიდენტი გუშინ, ილია მეორესთან გამართული აუდიენციის დეტალებზე არ საუბრობს. სალომე ზურაბიშვილმა არც "კურიერის" კითხვას უპასუხა, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას შეეხებოდა.
ზურაბიშვილმა კითხვა მოისმინა, თუმცა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხზე ილია მეორესა და პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
„არც ერთი სიტყვით არ ყოფილა. ჩვენ ხომ ვთქვით, ინტერვიუ მივეცით. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი,“-განაცხადა მამა ანდრიამ.