17 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, მირიან წიკლაურმა დატოვოს - დეპუტატი ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება 

საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, მირიან წიკლაურმა დატოვოს.

ამის შესახებ განცხადება თავად წიკლაურმა გააკეთა. მიზეზად დეპუტატი არსებულ ვითარებას ასახელებს და ამბობს, რომ უმრავლესობის რიგებს დატოვებს, თუ სოციალურ- ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება არ მოხდება.   

დეპუტატი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებსაც ჰყვება. მისი თქმით, პარასკევს, პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი იმ დეპუტატებს, რომლებიც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარს უჭერდნენ განმარტებებს სთხოვდა და ამ ინიციატივას არაკონსტიტუციურად აფასებდა.

„პარასკევს შევხვდი იმ ჯგუფთან ერთად და რა თქმა უნდა არის კიდევ დაგეგმილი შეხვედრა უახლოეს მომავალში. განიცდის  იმ რაღაც დაპირისპირებასაც. გულწრფელად განიცდის. ზოგიერთი ტოვებს ამ გუნდის რიგებს, ზოგიერთი  რჩება ამ გუნდში. არის თითქოს დარჩენილებს შორისაც რაღაც  გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. მეც დავფიქრდები ცხადია. ჯერ ჯერობით მე ვხედავ რესურსს, თუმცა ვნახოთ, შევხედავთ რამდენად ემთხვევა ჩემი აზრები დანარჩენი  გუნდის წევრების აზრებს. რამდენად არის შესაძლებელი ჩვენი ერთად მუშაობის გაგრძელდება და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება თუმცა კონსულტაციები გრძელდება,“-განაცხადა მირიან წიკლაურმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები