17 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა - ერთ-ერთი ვერსიით, ვიდეო თავად მასალის ფიგურანტმა გაავრცელა

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის დახურულ ჯგუფში უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტს სამართალდამცველებთან ერთად სოციალური სამსახურიც სწავლობს. საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, ბათუმის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება ის ორი არასრუწლოვანი, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, კადრები თავად არასრულწლოვანმა გოგონამ გაავრცელა, რომელშიც თავადვე ფიგურირებს. მეორე ვერსიით კი, კადრები ფარულად მესამე პირმა გადაიღო, რომელმაც შემდეგ facebook-ზე, იმ ჯგუფში გაავრცელა, რომლის წევრებიც სკოლის არასრუწლოვანი მოსწავლეები არიან. ვიდეოკადრებში მონაწილე ორივე არასრულწლოვანი სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხეს. 

სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ გეგმავენ არასრულწლოვნების მშობლებთან შეხვედრას და გასაუბრებას და თუკი საჭირო გახდება, საქმეში ფსიქოლოგიც ჩაერთვება.

„დამიკავშირდა იურისტი, გვითხრა, რომ არის ფაქტი ორი არასრულწლოვნის ვიდეო დაიდო ინტერნეტში. ასევე, ამ ვიდეოს გაეცნენ სხვა ბავშვებიც და ამ ფაქტთან დაკავშირებით, მივედით მე და სოციალური მუშაკი, აღმოჩნდა, რომ რაღაც ვიდეო არსებობს... დავგეგმეთ, რომ შევხვდეთ ორივე ბავშვის ოჯახებს, გავესაუბროთ, საჭიროების შემთხვევაში ჩავრთავთ ფსიქოლოგს და ასევე, სკოლამ აღგვითქვა თანამშრომლობაზე თანხმობა. არის თვითდამკვიდრების მცდელობა, ამიტომ, რა თქმა უნდა, საჭიროა მუშაობა, მიზეზების გამოკვლევა და ამ მიზეზებთან დაკავშირებით მუშაობა არასრულწლოვანთან,“ - განაცხადა სოცსააგენტოს თანამშრომელმა, ნინო ცეცხლაძემ.

სოციალურ ქსელში,  ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელა. სკოლაში ამბობენ, რომ მოსწავლეები, რომლებიც ვიდეოში ფიგურირებენ, მშობლების განცხადების საფუძველზე სხვა სასწავლებლებში გადაიყვანეს.

 

 

დღის ამბები