17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
განხეთქილება "ქართულ ოცნებაში" - საპარლამენტო უმრავლესობას გია ჟორჟოლიანი ფრაქციის 5 წევრთან ერთად ტოვებს 

საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის პროცესი შეუქცევადი ხდება. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდის რიგებს დატოვებს გია ჟორჟოლიანი და მასთან ერთად "სოციალ-დემოკრატების ფრაქციის" კიდევ 5 წევრი.

გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა რა ფორმატში გააგრძელებენ ფრაქციის წევრები საქმიანობას პარლამენტში, ამის შესახებ გადაწყვეტილება, შიდა კონსულტაციებზე იქნება მიღებული.

„ჩვენ დიდი ხანია გადაწყვეტილი გვაქვს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. მთელი რიგი საკითხები გვაქვს დაყენებული. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა იწურება ის რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს უმრავლესობის შიგნით, პოლიტიკის ცვლილებაზე ზეგავლენის მოხდენისთვის.

ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი რესურსი შევიძინოთ. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ უმრავლესობას დავტოვებთ უახლოეს ხანებში,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

შესაძლოა საპარლამენტო  უმრავლესობა დატოვოს ბიძინა გეგიძემაც, რომელიც ეკა ბესელიასა და მისი გუნდის მხარდამჭერია.

„პრობლემა კი არ არის უმრავლესობის დატოვება, პოლიტიკაა, მაგრამ ვაკვირდებით პროცესებს. ჩემთვის მთავარია რა დადგება შედეგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით,“-აცხადებს გეგიძე.

დღის ამბები