17 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ყვარლის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მერის წინააღმდეგ - მაია სამიტაშვილი როსტომ სესიაშვილს უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებს

ყვარლის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მერის წინააღმდეგ - მაია სამიტაშვილი დარწმუნებულია, რომ როსტომ სესიაშვილმა ის სამსახურიდან უკანონოდ, პირადი კონფლიქტის საფუძველზე გაათავისუფლა.

ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ დაპირისპირება მასსა და სესიაშვილს შორის დიდი ხნის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ერთ-ერთი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლებინა, მოგვიანებით კი სხვა აიპი-ში დაასაქმა.

„მე შემოვიტანე სარჩელი, მყავს ადვოკატი და ვერ ვიგებთ პასუხს, რის გამო გამათავისუფლა. ყველაფერი როსტომ სესიაშვილთან შეთანხმებით გავაკეთე, მის გარეშე არ გამიკეთებია არაფერი და ბოლოს უკვე როდესაც ვუთხარი, რომ სასამართლოში შევიდა ეს საქმე და მე უკვე იძულებული გავხდები ვთქვა, რომ ყველაფერი შენ გამაკეთებინე. ამაზე დამიწყო ყვირილი, გამიშალა ხელები, შენ ვინ ხარ, შენ ვინ გეკითხებაო,“ - ამბობს ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი, მაია სამიტაშვილი.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი მაია სამიტაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის გათავისუფლეს საფუძველი ჰქონდა.

„ქალბატონ მაიას, როგორც თავის სამსახურში, ისე ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობაში, მათ შორის ჩემთან გააჩნდა არაჯანსაღი ურთიერთობები და არაჯანსაღი მდგომარეობა ურთიერთობებში, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და გავათავისუფლე წესდების საფუძველზე, რისი უფლებაც მქონდა,“ - განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

დღის ამბები