17 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძისგან სკანდალური წერილების გასაჯაროებას ითხოვს 

მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი - საპატრიარქოში დეკანოზს მვდელმთავრებისთვის გაგზავნილი შეტყობინების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.

საპატრიარქოს სახელით განცხადება დღეს დეკანოზმა, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

საპატრიარქოში ამ წერილის გამო, სადაც ეკლესიაში არსებული მდგომარეობაა აღწერილი, დეკანოზს შანტაჟის მოწყობაში ადანაშაულებენ და სწორედ ამიტომ მამა გიორგი მამალაძეს წერილის გამოქვეყნებას ურჩევენ. 

მამა ანდრია საგამოძიებო უწყებებსაც მიმართავს და ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

„შევნიშნავთ იმასაც, რომ ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ მღვდელმთავრებისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც სკანდალურს უწოდებენ, პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც, სჯობს, გამოაქვეყნოს, რათაც ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს შთაბეჭდილება იმისა, თითქოს ჩვენი მხრიდან მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს. ასევე, მიგვაჩნია, რომ სასურველია გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობა, მითუმეტეს, რომ მართალია, ძიების პროცესში საპატრიარქო არ წარმოადგენდა მხარეს, მაგრამ შემდგომი მოვლენები უშუალოდ დაუკავშირდა მას. იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და გამონაკლისის სახით ამ ნაბიჯს გადადგამენ,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.

დღის ამბები