"წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" - ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა 2019 წლის ეროვნული პროგრამა განიხილეს.
წლიური ეროვნული პროგრამა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.
შეხვედრაზე, სამხედროსთან ერთად, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხებიც განიხილეს.