19 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
ამ ეტაპზე ასეთ დღის წესრიგს ვერ ვხედავ - გედევან ფოფხაძე კობახიძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ბესელიას პოზიციას ეხმაურება

ამ ეტაპზე ასეთ დღის წესრიგს ვერ ვხედავ, რომ ამის წინაპირობები არსებობდეს-ასეთია გედევან ფოფხაძის პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ეკა ბესელიასგან განსხვავებით, გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ჰყავს ისეთი ხელმძღვანელი, როგორიც ეკუთვნის.

„ყველა პარლამენტს ჰყავს ისეთი თავმჯდომარე, როგორიც არის თვითონ. სამწუხაროდ მე დიდად აღტაცებული მოქმედი პარლამენტით არ ვარ. პრობლემა იმაში კი არ არის რომ ვიღაც მიდის, ვიღაც რჩება. პრობლემა იმაშია, რომ ისინი მათემატიკურად აფასებენ ამას ყველაფერს. აქ როცა პარლამენტის  წევრებზეა საუბaრია, ესენი ცვხრები არ არიან და ასე გადათვლა მათი მათემატიკურად პოლიტიკურ პროცესს რეალურად არ ასახავს. მათ ჰგონიათ, რომ ისინი ხელისუფლება არიან და რეალურად ისინი ხელისუფლება აღარ არიან იმიტომ, რომ კონსტიტუციაში რაც არის ძირითადი მოთხოვნა რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, აი ეს წყარო  მათ ხელისუფლებად უკვე აღარ მიიჩნევს,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები