09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ეარბას320-ის პილოტი ანდრეას ლუბიტსი მძიმე დეპრესიით იყო ავად

ეარბას320-ის პილოტი, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო, რამდენიმე წლის წინ მძიმე დეპრესიით იყო ავად. მისი ახლობლების თქმით, 28 წლის ანდრეას ლუბიტსი ამ მიზეზით საქმიანობას დროებით ჩამოშორდა.

ამ დრომდე უცნობია ავიალაინერის ჩამოგდების ზუსტი მიზეზები. სამართალდამცველებმა ანდრეას ლუბიტსის სახლში ჩხრეკა დაიწყეს და მისი კუთვნილი ნივთები და პირადი კომპიუტერი ამოიღეს.

გამოძიება გამორიცხავს ანდრეას ლუბიტსის კავშირს რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან.

დღის ამბები