09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
აშშ-ში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირისთვის ორი ადამიანი დააკავეს

შეერთებულ შტატებში ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირისთვის ორი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი შეერთებული შტატების არმიის ჯარისკაცია.

ისინი ილინოისის შტატში ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე  თავდასხმას გეგმავდნენ.

ეჭვმიტანილებს დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ტერორისტებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილებს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ 250 ათასი დოლარის ჯარიმაც დაეკისრებათ.

 

დღის ამბები