09 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
დააყენებს თუ არა პოლონეთი რუსი დისპეტჩერების პასუხისმგებლობის საკითხს?

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიების საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არ არის გამორიცხული, პოლონეთმა რუსი დისპეტჩერების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

პოლონური მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო პროკურატურის გამომძიებლები აპირებენ, რუს დისპეტჩერებს ბრალი წაუყენონ და საქმე აღძრან მუხლით - საფრთხის არაგანზრახ პროვოცირება, რომელსაც კატასტროფა მოჰყვა.

პოლონეთის სამხედრო პროკურატურაში მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. უწყებამ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა უნდა გამოაქვეყნოს. ისინი მომხდარში პილოტებსა და დისპეტჩერებს ადანაშაულებენ.

დღის ამბები