19 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დახურულ სხდომაზე TBC ბანკის საქმე განიხილეს 

ბრიუსელში TBC ბანკის საქმეს უკვე კარგად იცნობენ - სანდო წყარომ კურიერს დაუდასტურა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დახურულ სხდომაზე ბანკის საქმე განიხილეს.

წყაროს ცნობით, თემაზე საუბარი და შეკითხვები სწორედ ევროკავშირის მხრიდან იყო ინიცირებული.

დახურული შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და თქვა, რომ შეხვედრის შესახებ დეტალურ განცხადებებს თბილისში გააკეთებს.

„მე გავაკეთებ ბრიფინგს დღევანდელი შეხვედრასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და გავაკეთებ ბრიფინგს, სადაც დეტალურად გიპასუხებთ,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

გუშინ მამუკა ხაზარაძის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული მძიმე ბრალდებების შემდეგ ბრიუსელში განსაკუთრებულად ადევნებენ თვალყურს ბანკის საქმეს.

სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გუშინ გააკეთა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის შემცველი წერილი მისწერა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლის განცხადებით, შს მინისტრმა მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.

ხაზარაძის განმარტებით, არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.

ბრალდებები უარყო შინაგან საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები