"ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი არის კარგი შემსრულებელი, მას ახალ პარტიაში სჭირდება ასეთი კარგი შემსრულებელი," - ეს განცხადება ქართული ოცნების გუნდის ყოფილმა წევრმა, ანი მიროტაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.
მიროტაძე საკუთარ ვარაუდებზე საუბრობს, თუ რატომ დააბრუნა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ოცნებაში ირაკლი ღარიბაშვილი.
„მე სწორედ მგონია, რომ შიდა ბალანსისთვის, ანუ გუნდში რომ იყოს ბალანსი და რომ დააბალანსოს კალაძე-კობახიძის გუნდი, ახლა საჭირო იყო ამ ტიპის ადამიანი და ამ ტიპის ადამიანი არის ირაკლი ღარიბაშვილი. ასე რომ, თუ ვინმეს არ უნდა გახარებოდა ახლა ღარიბაშვილის გამოჩენა ისევ ბიძინა ივანიშვილის გუნდში, ეს არის პირველი კალაძე, მეორე კობახიძე,“ - განაცხადა მიროტაძემ.
მიროტაძე არ ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძის ჩანაცვლება იგეგმებოდეს.
„მემ გონია, რომ ეს არის უფრო მზადება 2020 წლისთვის, რამდენად შედეგიანი და ეფექტური იქნება, ამაზე ახლა არ ვილაპარაკოთ, მაგრამ ჩანაფიქრი, რაც შეიძლება, არსებობდეს მისი შემოყვანის, არის ეს ორი. პირველი - გრძელვადიანი, ანუ მზადება პარტიისთვის 2020 წლის არჩევნებისთვის, ან ვადამდელი არჩევნებისთვის, თუ მსგავსი რამე იქნება და მეორე ბალანსის შენარჩუნება პარტიაში,“ - განაცხადა მიროტაძემ.