09 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
გერმანელმა გამომძიებლებმა "ეარბასის" პილოტის შესახებ ახალ სამხილს მიაკვლიეს

გერმანელმა გამომძიებლებმა ეარბასის პილოტის შესახებ ახალ სამხილს მიაკვლიეს, - ანდრეას ლუბიცი ავად იყო და ამას თანამშრომლებს უმალავდა.

სამართალდამცველებმა მის სახლში ექიმის ცნობა აღმოაჩინეს.

პილოტს დეპრესიის გამო კლინიკაში მკურნალობა ჰქონდა დანიშნული და კატასტროფის დღეს, 24 მარტს სამსახურში არ უნდა ყოფილიყო.

ბრიტანული მედია კი წერს, რომ ანდრეას ლუბიცი საცოლეს დაშორდა და ამის გამო დეპრესია ჰქონდა.

გამოძიების ვერსიით, სამგზავრო ლაინერი მან განზრახ ჩამოაგდო.

ამ ვერსიის გახმაურების შემდეგ საერთაშორისო ავიაკომპანიებმა ახალი რეგულაციები შემოიღეს. ფრენის დროს, პილოტების გარდა, კაბინაში ეკიპაჟის ორი წევრი მუდმივად იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები