ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში - სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ „ნიკორას“ ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველს, კონსულტანტსა და დაცვის თანამშრომელს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი დაესხა.
შემთხვევა საჯვაროს უბანში, სოხუმის ქუჩაზე გუშინ მოხდა. ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა მაღაზიის ინვენტარი და მსუბუქად დაშავდნენ თანამშრომლები, ორი მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამივე დაკავებულს 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.