„ივანიშვილმა გადაწყვიტა, გაამათრახოს ჯერ საკუთარი პარტია და შემდეგ უკვე ეს გამათრახება გადაიტანოს პარტიის გარეთაც,“- ეს განცხადება, „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა შეაფასა.
კაციტაძემ გაიხსენა, რომ ახლა უკვე ექსპრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა, კახა კალაძეს მწვავედ აკრიტიკებდა.
„ღარიბაშვილი იმდენად არ აკრიტიკებდა კვირიკაშვილს, თუმცა კვირიკაშვილსაც საკმაოდ აკრიტიკებდა, რამდენად აკრიტიკებდა კალაძეს. იმიტომ, რომ ის საკადრო ცვლილებები, ის უდისციპლინობა, ხალხის გარიყვა და ვერ გამოყენება, რის გამოც პარტია ამ მდგომარეობაში ჩავარდა, არის უპირველესად გენერალური მდივნის ფუნქცია,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.