19 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
"მე ვიცნობდი ოთარ კახიძეს როგორც იურისტს... - ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე ოთარ კახიძის კრიტიკას პასუხობს

ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების საბოლოო ვერსიის მიმართ, „ევროპული საქართველოს“ კრიტიკას ეხმაურება. მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ ოთარ კახიძე არაკვალიფიციურ განცხადებებს აკეთებს.

საუბარია ოთარ კახიძის პრეტენზიაზე, რომ მოსამართლეთა შერჩევის უფლება კვლავ უნარჩუნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას, რაც მისი თქმით, არაკონსტიტუციურია.

ანრი ოხანაშვილის თქმით კი, აცხადებს, რომ ოთარ კახიძისთვის, როგორც იურისტისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილება წარადგინოს კანდიდატები.

„ეს თუ მართლა ოთარ კახიძემ თქვა, მე ვიცნობდი ოთარ კახიძეს როგორც იურისტს. მომეცით უფლება გადავაზუსტო, რომ ნამდვილად ეს თქვა. იმიტომ, რომ ელემენტარული იურიდიული ცოდნაა ის, რომ ეს არის კონსტიტუციის ჩანაწერი და ეს არის კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილება წარადგინოს კანდიდატები. რაც შეეხება პროცესს როგორ უნდა წარადგინოს, ამას ვწერთ ჩვენ დეტალურად. ამას შევათანხმებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროცესს, რომლის მიმართაც ჩვენს საზოგადოებას ექნება სრული ნდობა,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

არსებული რედაქციის მიხედვით, რომელზეც დღეს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფი მსჯელობს მოსამართლეთა წარდგენის უფლება კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უნარჩუნდება. მთავარი კრიტერიუმები კი მოსამართლეთა კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერებაა

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები