სარფში მცხოვრები მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაოების გაგრძელებას ითხოვს. შავი ზღვის სანაპიროზე ნაპირ სამაგრი კედლის ნაცვლად ამ დრომდე მხოლოდ ნახევარ კილომეტრიანი ზოლი გაკეთდა და ამით 58 მილიონიანი პროექტი დასრულდა. მშენებლობა 2013 წელს დაიწყო თუმცა ბოლო ერთი წელია სამუშაოები გაჩერებულია. სად წავიდა სახელმწიფოს კუთვნილი კოლოსალური თანხა არავინ იცის.
სარფის ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ- მინისტრობისას დაიწყო. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ 58 მილიონიდან კედლისთვის მცირე თანხა დაიხარჯა, დანარჩენი კი მაშინდელმა მთავრობამ გაფლანგა. სამუშაოების შესახებ რომელსაც შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ასრულებდა.
როგორ და რა სამუშაოზე დაიხარჯა ნაპირსამაგრი კედლისთვის გამოყოფილი 58 მილიონი ლარი ან რატომ არ დამთავრდა დადგენილ ვადებში ანუ 2016 წელს, დღეს ინფრასტრუქტურის სამინსიტროს არ განუმარტავს. მცირე კომენტარით შემოიფარგლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძემ პირობა დადო, რომ სამუშაოები აუცილებლად დასრულდება.
აჭარაში ადგილობრივი ოპოზიცია ამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით უახლოეს დღეებში პროკურატურას მიმართავს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე