09 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
მოსკოვში უცნობებმა ბორის ნემცოვის მემორიალი დაშალეს

გვიან ღამით მოსკოვში უცნობებმა ბორის ნემცოვის მემორიალი დაშალეს.

ხიდზე, სადაც რუსეთის ოპოზიციის ლიდერი მოკლეს, ათობით ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა და ნემცოვის ფოტოები და ყვავილები აიღო.

მემორიალის დაშლის კადრები ინტერნეტით გავრცელდა.

თვითმხილველებმა ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

დასუფთავების შემდეგ ნემცოვის მომხრეებმა მკვლელობის ადგილზე ისევ ყვავილები და სანთლები მიიტანეს.

აქტივისტებმა იმ მოძრაობის წინააღმდეგ საქმის აღძვრაც მოითხოვეს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მემორიალი დაარბიეს და ადგილზე შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოფინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები