17 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ჯარში - თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ კრწანისის ბაზაზე ჯარისკაცს ფულს სძალავდნენ

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ჯარში - დადასტურდა, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე ორმა ჯარისკაცმა რამდენიმე წვევამდელებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ფულის გამოძალვის მიზნით იძალადეს.

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ იმ დანაყოფის მეთაურებს, რომელის წევრებიც ძალადობაში ბრალდებულები არიან. 

19 წლის ქაზიმ გახრამანოვმა კრწანისის ცენტრში ძალადობისა და ფულის გამოძალვის შესახებ გუშინ კურიერთან ისაუბრა. სწორედ კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო სამხედრო პოლიციამ გამოძიება.

დაზარალებული წვევამდელი ყვებოდა, როგორ გააღვიძეს ის ღამით და ფული სთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარს, ჯარისკაცის ინფორმაციით, სერჟანტი ესწრებოდა. 

დღეს კი მან ისიც განაცხადა, რომ ბაზიდან გამოსვლისას ერთ-ერთმა ჯარისკაცმა წერილი გამოატანა და სთხოვა, მამამისისთვის გადაეცა, რათა მას დახმარებოდნენ, რადგან ისიც ნაცემი და ძალადობის მსხვერპლია.   

დღის ამბები